კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა უკვე ერთი წელია შეჩერებულია.
ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ხმა, რომ ობიექტის გასხვისება იგეგმებოდა. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განუცხადეს, პროექტი აუცილებლად დასრულდება და ამ ეტაპზე მისი გასხვისების საკითხი დღის წერიგში არ დგას.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის განახლდება და დასრულდება სამშენებლო სამუშაოები, შავი ზღვის უნივერსიტეტში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.
„შენობის გასხვისება არ იგეგმება. შავი ზღვის უნივერსიტეტი ეტაპობრივად განაახლებს სამუშაოებს. მართალია, ამ ეტაპზე ზუსტი ვადები გაწერილი არ გვაქვს, თუმცა კამპუსის დასრულების საკითხი დღის წესრიგშია“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობას საფუძველი 2006 წელს ჩეყარა. თუმცა, სამუშაოები ბოლო 1 წელია შეწყდა. როგორც ცნობილია, ახალი სტუდქალაქი გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ არის დაპროექტებული და (შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია და მშვიდობის ხიდი) 48 646 მ ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსში 4 ფაკულტეტი განთავსდება, სადაც 4 000-მდე სტუდენტი ისწავლის. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სპორტული მოედნებიც აშენდება.
ამასთან, კამპუსი უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემითა და ტექნიკით იქნება აღჭურვილი.