პირველად არსებობის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვები გლობალურ ბაზარზე შემცირდა. ამის მიზეზი კი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან სუბსიდიების შემცირება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია Sanford C.Bernstein ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ივლისში ელექტრომობილების გაყიდვები 14%-ით შემცირდა და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 128 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. გაყიდვების კლება ფიქსირდება როგორც ჩინეთში, ასევ აშშ-ში, თუმცა გაიზარდა ევროპის ქვეყნებში.
რაც შეხება თავად კომპანიებს, ყველაზე მეტი ელექტრომობილის რეალიზება მოახერხა კომპანიამ Tesla Inc. (დაახლოებით 20 ათასი ავტომობილი) შემდეგ მოდის ჩინური BYD Co. (16 ათასით), ამის შემდეგ პოზიციაზეა BMW (9 ათასი.) და კიდევ ერთი ჩინური კომპანია BAIC (8 ათასი).
ჯამში კი იანვარი-ივლისის მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვები 35%-ით არის გაზრდილი. ანალიტიკოსები წელს 23-48 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებენ, რაც რაოდენობრივად 2,4-2,9 მილიონი იქნება.