2009 წლის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ღამისთევით ჩადიან, მსოფლიოს მასშტაბით 76%-ით გაიზარდა.
უკვე ზედმიწევნით მეოთხე წელია ბანგკოკი Mastercard-ის გლობალური მიმართულებების ქალაქების ინდექსის მიხედვით ყველაზე პოპულარული ქალაქების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს. 2018 წელს ტაილანდის დედაქალაქმა 22,78 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. პროგნოზის თანახმად, 2019 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 3,34%-ით მოიმატებს.
ბანგკოკის ვიზიტორთაგან უმეტესი ამ ხუთი ქვეყნიდანაა: კონტინენტური ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და გაერთიანებული სამეფო.
პარიზი და ლონდონი ყველაზე პოპულარული ქალაქების ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, ორივე მათანმა 2018 წელს 19 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რომლებიც ქალაქში ღამისთევით ჩავიდნენ.
10-დან 9 ქალაქში 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მატება შეინიშნებოდა. ერთადერთი იყო ლონდონი, სადაც შარშან ვიზიტორების რაოდენობა 4%-ით შემცირდა.
ინდექსი ქალაქებს ღამისთევით ჩასული ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების მიხედვითაც აჯგუფებს. აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს დუბაი იკავებს. ღამისთევით ჩასულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა აქ 2018 წელს 30,82 მილიარდი დოლარი დახარჯეს. საშუალოდ ისინი დღეში 553 დოლარს ხარჯავდნენ. შედარებისთვის გეტყვით, რომ ბანგკოკის სტუმრები საშუალოდ დღეში 184 დოლარს ხარჯავდნენ. შესაბამისად, ეს ქალაქი მესამე ადგილს იკავებს და მეორე ადგილს საუდის არაბეთის ქალაქ მექას უთმობს.
ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, პოპულარული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია:
მოამზადა სალომე აბულაშვილმა