2030 წლისთვის ამსტერდამი მთლიანად ელექტრომობილებზე გადასვლას აპირებს

ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტებისთვის პოპულარული ქალაქია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

კერძოდ კი, 2030 წლისთვის ქალაქში დაგეგმილია საწვავსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა ავტომობილის აკრძალვა. თუმცა, საკითხავია რამდენად შეძლებს ამსტერდამი 10 წელიწადში მათზე მთლიანად უარის თქმას.

2022 წლიდან ჰოლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით ამსტერდამში ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ელექტროენერგიაზე იმუშავებს. ამასთანავე, ტაქსების, საკურიერო მომსახურებისა თუ სხვა მსგავსი კომპანიების მფლობელებს მათი კუთვნილი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოუწევთ.

ელექტრომობილების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამჟამად მათი დასატენი ადგილების სიმცირეა. დღესდღეობით ამსტერდამში სულ ასეთი 3 000 ადგილია, რაც ქალაქის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ამიტომ 2025 წლისთვის 23 000 ასეთი სადგურეს მოწყობაა დაგეგმილი.

მომდევნო სირთულეს ქალაქის საკმარისი ელექტროენერგიით მომარაგება წარმოადგენს. სპეციალისტების აზრით, დღეისათვის ქალაქს არ მიწოდება იმ ოდენობის ელექტროენერგია, რომელიც საკმარისი იქნებოდა ყველა ელექტროლობილის დასატენად. ამიტომ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარსა და მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგო-კომპანია Vattenfall გეგმავს მეტი სადგურის აშენებას, რათა 2030 წლისთვის ქალაქი საკმარისი ელექტროენერგიით მოამარაგოს.

ქალაქის ვიცე-მერი შერონ დიქსმა აცხადებს, რომ 2030 წლამდე ძალიან ბევრი პრობლემაა ამ კუთხით მოსაგვარებელი. თუმცა ის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი სრულ თანხვედრაშია.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა