აჭარის მთავრობა პეტრას ციხის ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს. მათი ცნობით, ტერიტორია მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა.
სამუშაოების შედეგად, ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი იქნება.