სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის რეგიონში "რთველი 2014"-ის მიმდინარეობის პროცესს დღეს პირადად გაეცნო.

ოთარ დანელია სოფელ წინანდალში ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და რთველთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი გურჯაანის რაიონში ტრადიციული მეღვინეობის ველისციხის საწარმოშიც იმყოფებოდა, სადაც ყურძნის მიღების პროცესს დაესწრო.

მინისტრი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული სხდომის მონაწილეებსაც შეხვდა. სტუმრებმა კახეთის რეგიონში კომპანია "მეღვინეობა ხარებას" ტურისტული კომპლექსი - "გვირაბი" დაათვალიერეს.