2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა რჩება. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.