გამოცემა The Economist-მა 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქებს ავლენს. ანალიტიკოსებმა ეს საპატიო წოდება ავსტრიის დედაქალაქ ვენას მიანიჭეს, მეორე და მესამე ადგილზე კი ავსტრალიური ქალაქები, მელბურნი და სიდნეი გავიდნენ.
წინა წლის ანალოგიურ რეიტინგთან შედარებით, ვენა და მელბურნი იმავე პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო გასულ წელს მესამეზე იყო ოსაკა.
წლევანდელ ათეულში ასევე მოხვდნენ - ოსაკა, კალგარი, ვანკუვერი, ტორონტო, ტოკიო, კოპენჰაგენი და ადელაიდა.
რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ ქალაქებს, ესენია: კარაკასი, ალჟირი, ტრიპოლი და დამასკო.
ანალიტიკოსები რეიტინგს 30 კრიტერიუმით ადგენენ, რომლებიც დაჯგუფებული იყო ხუთ მსხვილ ჯგუფში - სტაბილურობა, გარემო, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება.