ნავთობის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ოქტომბრის დასაწყისში მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი დაიგეგმა, ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა. თუმცა, მისი ზრდა, აშშ-ში მარაგების მოულოდნელი ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შეზღუდა.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 32 ცენტით, 61.02 დოლარამდე გაიზარდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 4 ცენტით, 56.22 დოლარამდე შემცირდა. გუშინ ნავთობის ფასს დაახლოებით 4 პროცენტი მოემატა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ეკონომიკის დადებითი მონაცემები გამოქვეყნდა.

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკება აჩენს იმის იმედს, რომ მათ შორის სავაჭრო ომი შეწყდება, რაც გლობალურ ეკონომიკაზე დადებითად აისახება. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე, რაც ფასს გაზრდის.

პარალელურად, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) ინფორმაციით, ნედლი ნავთობის მარაგები ბოლო კვირაში 400 000 ბარელით არის გაზრდილი. არადა, ანალიტიკოსები მარაგების კლებას პროგნოზირებდნენ. სახელმწიფო შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს დღეს გამოაქვეყნებს.