ჩვენ ყველას გაცხადებული გვაქვს, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, თუმცა რამდენად სწორია, როდესაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ვაცხადებთ და ამავდროულად, სხვა პორტს გაფართოების საშუალებას არ ვაძლევთ? - აღნიშნული კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა.
წილოსანი სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნათია თურნავას პოზიციით დაინტერესდა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი სტრატეგიული ხედვა. ჩვენ დინებას მივყვებით, გარკვეულწილად გადაზიდვები გვეზრდება და რამდენად დაბალასებულია გადაზიდვების ზრდა იგივე საავტომობილო გადაზიდვებში და კლება სარკინიზო გადაზიდვებში? მაშინ როდესაც მილიონებს და მილიარდებს ვხარჯავთ სააგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, საგზაო ინფრასტუქტურას სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის შედეგები აფუჭებს. ამავდროულად, სარკინიგზო გადაზიდვები იკლებს. ასევე მინდა პორტების თემას შევეხო. ჩვენ ყველას გაცხადებული გვაქვს, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, თუმცა რამდენად სწორია, როდესაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ვაცხადებთ და ამავდროულად სხვა პორტს გაფართოების საშუალებას არ ვაძლევთ - ხომ არ ვქმნით მონოპოლიურ სიტუაციას?“, - მიმართა თურნავას ნინო წილოსანმა.