დმანისში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო

"ტყეში გზების გაყვანა ტყეკაფებიდან მოსახლეობის მიერ, სოციალური დანიშნულების მიზნით გამოყოფილი მერქნული რესურსის თავისუფლად გატანას შეუწყობს ხელს”.

დმანისში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო. სამუშაოები დღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ დაათვალიერეს.

აღნიშნულ რეგიონში 1 კმ ახალი გზის გაყვანა, ხოლო 3კმ-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"ტყეში გზების გაყვანა ტყეკაფებიდან მოსახლეობის მიერ, სოციალური დანიშნულების მიზნით გამოყოფილი მერქნული რესურსის თავისუფლად გატანას შეუწყობს ხელს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სატყეო სამეურნეო გზების გაყვანას სხვა რეგიონებშიც იწყებს, რაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უახლოეს გეგმებშია სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მომავალი წლის განმავლობაში, სულ 35 კმ ახალი გზის გაყვანა და 48 კმ გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.