”თელიანი ველის” ”წინანდალი” სეზონის საუკეთესო ღვინოებს შორის დასახელდა

"თელიანი ველის" "წინანდალი" სეზონის საუკეთესო ღვინოებს შორის დასახელდა

NBC-ის დილის გადაცემაში "Today" ამერიკელმა რესტორატორმა, ჯოზებ ბასტიანიჩმა, "თელიანი ველის" ”წინანდალი” ასე წარადგინა: ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ღვინო საქართველოდან - ქვეყნიდან, სადაც ღვინის წარმოება მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს. ჯოზებ ბასტიანიჩმა დაასახელა სეზონის საუკეთესო ღვინოები, რომელთა ფასიც არ აღემატება 20$ - ს.. ამ ღვინოებს შორის მოხვდა "თელიანი ველის" "წინანდალიც".

ჯოზებ ბასტიანიჩი ექსპერტია სასმლისა და საკვების დარგში. ის ქმნის ტენდენციებს, რომელსაც იზიარებენ მთელს მსოფლიოში. მის მფლობელობაშია რესტორნები ნიუ იორკში, ლას ვეგასში, ლოს ანჯელესში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში. ის ასევე ფლობს სამ ღვინის ქარხანას იტალიაში.

კომპანიას "თელიანი ველი" 2008 წლიდან გააქვს ღვინოები ამერიკის ბაზარზე. "თელიანი ველის" პარტნიორ კომპანიას ამერიკაში წარმოადგენს - "Georgian House Of Greater Washington", რომელიც თანამშრომლობს ღვინის სახლებთან, რესტორნებთან და სპეციალიზირებულ მაღაზიებთან, იგი ცდილობს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მათ ქართული ღვინოზე. ინფორმაციის სწორად მიწოდება ეხმარება არა მხოლოდ "თელიანი ველის" ღვინოებს, არამედ ზოგადად, ქართულ ღვინის განვითარებას.

"თელიანი ველის" 2011 წლის მოსავლის წინანდალმა არაერთხელ დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება. მან 2013 წლის Wine Spectator -ის ბრმა დეგუსტაციაზე, ქართული ღვინოებიდან, ყველაზე მაღალი შეფასება - 88 ქულა მიიღო. ასეთი მაღალი ქულით, ქართულ ღვინოებს შორის, მხოლოდ 2 ღვინო შეფასდა. პირველად ასეთი შეფასება 2010 წელს " თელიანი ველის" 2006 წლის მოსავლის "მუკუზანს” მიენიჭა.