კომპანიამ Sony 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლეგენდალური მუსიკალური Walkman-ის სპეციალური ვერსია წარმოადგინა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Cnet.com იუწყება.
სიახლის შესახებ ინფორმაცია პირველად ელექტრონიკის გამოფენაზე IFA-ზე ბერლინში მოხდა. ის სპეციალური ჩასადებით გაიყიდება, რომელიც ზუსტად იმეორებს ორიგინალური კასეტის პლეერის დიზაინს, რომელიც პირველად 1979 წელს წარმოადგინეს.
დანარჩენში პლეერი არის თანამედროვე, ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და ციფრულ მუსიკას უკრავს. მასზე არ არის კასეტის დეკი დაყენებული, შესაბამისად, კასეტას ვერ ჩართავთ, თუმცა მის ეკრანზე რამდენიმე ვიდეორგოლია ჩაწერილი, რომელიც დისპლეიზე კასეტის გორგოლაჭების ტრიალს უჩვენებს.
კომპანიის განცხადებით, პლეერს ელემენტები 26 საათი უწყვეტად დაკვირსთვის ყოფნის. თუმცა მისი ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.