ნავთოგაზის კომპანია Exxon Mobil საკუთარი აქტივების წილის ნორვეგიაში გაყიდვას აპირებს. საუბარია 4 მილიარდის ღირებულების აქტივებზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულად 20 საბადოზე, რომელთა ოპერატორებიც არიან კომპანიები Equinor და Royal Dutch Shell. სტატიაში გარკვევით წერია, რომ Exxon Mobil-მა ნორვეგიაში ოპერირება 100 წლის წინ დაიწყო და ახლა გეგმავს სრულად დატოვოს ეს ქვეყანა.
ნორვეგიული გამოცემა Dagens Naeringsliv-ის ინფორმაციით, გასაყიდი აქტივების ერთ-ერთ შემსყიდველად სახელდება კომპანია Var Energi. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს გაცხადდება. შეთანხმების გაფორმებასა და ფინანსური ნაწილი კურირებას ამერიკული საბანკო ჯგუფი Jefferies განახორციელებს. თუმცა ამ დრომდე თანხმობა მარეგულირებლებისგან აღნიშნულ შეთანხმებაზე გაცემული არ არის.
სააგენტოს წყაროს ცნობით, Exxon Mobil არა მხოლოდ ნორვეგიიდან გასვლას, არამედ ჩრდილოეთის ზღვაში საკუთარი აქტივების გაყიდვასაც გეგმავს.