ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე N90 ავტობუსის მარშრუტი 1 თვით იცვლება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, N90 ავტობუსი 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე თბილისის ქუჩისა და ეკლესიის მიმართულებით ოქროყანის ზედა დასახლების მხრიდან, ინოვაციების ქუჩიდან, იმოძრავებს.