ტოპ-10 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

როგორც წესი, აუქციონი იზიდავს იმ კოლექციონირებს, რომლებიც ცდილობენ შეიძინონ ყველაზე ძვირადღირებული ნივთები.

იმისთვის, რომ აქციონზე გასაყიდი ნივთის ნამდვილობა, ასაკი და სხვა მახასიათებლები შეფასდეს, სპცილიასტთა მთელი ჯგუფი მუშაობს.

გამოცემა vestifinance წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთს, რომელიც აუქციონზე გაიყიდა:

1. ცინის დინასტიის ვაზა - 80,2 მლნდ დოლარი

ჩინური ვაზა, ცინების დინასტიიდან, ითვლება ყველაზე ძვირად ღრებულ ნივთად აუქციონების ისტორიაში. 40 სანტიმეტრი სიმაღლის ფაიფურის ვაზას შემთხვევით მიაგნეს ლონდონში, ერთ-ერთ სახლში. თავიდან მისი ღირებულება 1000 ევრო იყო, თუმცა როდესაც ექსპერტებმა ნივთი შეისწავლეს, ფასი 1 მლნ-მდე გაიზარდა. იგი მე-18 საუკუნით თარიღდება და ძალიან რთული ორნამენტებით გამოირჩევა. საბოლოოდ ვაზა 2010 წელს, 80,2 მლნ დოლარად გაიყიდა.

2. ბადმინტონის ავეჯი - 36 მლნ დოლარი

2005 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ე.წ ბადმინტონის ავეჯი გაიყიდა. იგი ერთ-ერთი მდიდარი ელიტის წარმომადეგენელმა სპეციალური შეკვეთით საკუთარი სახლისთვის დაამზადებინა. ოთახი, რომელშიც აღნიშნული ძვირად ღირებული ნივთი იდგა, ცნობილია, როგორც ბადმინტონის კაბინეტი. ეს უკანასკნელი კი ერთადერთია, რომელიც ამ ოთახის ნივთებიდან შემორჩა. იგი თითქმის, 200 წელი ინახებოდა ინგლისში, ერთ-ერთი გრაფის სახლში.

3. ლეონარდო და ვინჩის „ლისტერის კოდექსი“ - 30,8 მლნ დოლარი

ეს არის სამეცნიერო ჩანაწერების რვეული, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიერ მილანში, 1506-1510 წლებში შეიქმნა. ხელნაწერი შედგება 18 ფურცლისგან, სადაც ჩანაწეერები სარკისებური ეფექტით გაკეთდა. შესაბამისად, ლეონარდოს ნაწერების წაკითხვა მხოლოდ სარკის დახმარებითაა შესაძებელი. „ლისტერის კოდექსი“ საბოლოოდ 1980 წელს გაიყიდა.

4. საბრძოლო რქა - 16,1 მლნ დოლარი

ეს არის სპილოს ძვილისგან დამზადებული საბრძოლო რქა. იგი მოჩუქურთმებულია ნახაზებით, რომელიც სანადირო მოტივებით შეიქმნა.

5. ფაიფურის ვაზა - 16 მლნ ევრო

ფაიფურის ვაზა ცინების დინასტიას, კერძოდ, იმპერატორ ციანლუნს (1736-1795) ეკუთვნოდა. 16 მლნ ევრო, ეს იყო რეკორდი, რომელიც ფრანგულ აქუციონზე დაფიქსირდა.

6. ოქროს სამფეხა ჭურჭელი - 15 მლნ დოლარი

ჩინეთში მინის დინასტიის კუთვნილი ოქროს ჭურჭელი 2008 წელს, 14,8 მლნ დოლარად გაიყიდა. ის არის 8 ანტიკვარულ ჭურჭელს შორის ერთ-ერთი, რომლიც ამ დინასტიის კუთვნილი ნივთებიდან შემორჩა. აღნიშნული ნივთი იმპერატორის კარზე 1399 -1435 წლებში გამოიყენებოდა.

7. პრინცესა კატარინა ჰენკელის გვირგვინი - 12,1 მლნ დოლარი

11 უიაშვიათესი კოლუმბიური ზურმუხტითა და ბრილიანტებით მორთული გვირგვინი გერმანიის პრინცესა კატარინ ჰენკელ ფონ დონერსმარკს ეკუთვნოდა. ნივთი 2011 წლის მაისში 12,1 მლნ დოლარად გაიყიდა.

8. საწერი მაგიდა - 12 100 100 აშშ დოლარი

ხელნაკეთი ანტიკვარული მაგიდა 1760 წელს წითელი ხის მასალისგან დამზადდა. მისი სიმაღლე ჯამში, 2,8 მ-ია. იგი გოდარდ თაუნსენდის ერთ-ერთ ანტიკვარულ ნივთად ითვლება.

9. ვერცხლის ჭურჭელი - 10 287 500 დოლარი

აღნიშნული ნივთი სპეცილაურად ლუი XV-სთვის ვერცხლის ხელოსანმა თომას ჯერმენმა 1733 წელს დაამზადა. ჭურჭელი 1996 წელს 10 287 500 აშშ დოლარად გაიყიდა, რაც საწყის თანხაზე 3-ჯერ მეტი იყო.

10. ნაპოლეონის ოქროს ხმალი - 6,5 მლნ დოლარი

ნაპოლეონ ბონაპარტი ცნობილი იყო იარაღისადმი საკუთარი დამოკიდებულებითაც. აღნიშნული ხმალი კი მისი საყვარელი იარაღი იყო, რომლითაც 1800 წელს მარენგოს ომში იბრძოდა. ნივთი ბონაპარტის ოჯახის წევრებს, თაობიდან თაბას გადაეცემოდა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა. საბოლოოდ კი, ხმალი 2007 წელს მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა 6,5 მლნ დოლარად გაყიდა.

ნინი ქეთელაური