ტაქსის მძღოლი, პოლიციელი, მშენებელი - პროფესიები, სადაც დასაქმებული ქალების რიცხვი იზრდება

საუკუნეების განმავლობაში არსებობდა არაერთი პროფესია, რომლებსაც მხოლოდ მამაკაცები ეუფლებოდნენ. თუმცა დღეისათვის გენდერული თანასწორობის მეტ-ნაკლებად მიღწევისა და სტერეოტიპების დანგრების შედეგად ამა თუ იმ პროფესიისათვის კონკრეტული სქესთან გაიგევება ნელ-ნელა ქრება. Business Insider-მა 10 ისეთ პროფესიას ასახელებს, რომლებსაც ადრე მხოლოდ მამაკაცები ეუფლებოდნენ, დღეს კი ამ მიმართულებით დასაქმებულ ქალთა ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

1. ტაქსის მძღოლები

პროფესიებს შორის 2014-დან 2018 წლამდე ყველაზე მეტად ქალი ტაქსისტების ხვედრითი წილი 48 600-დან 139 900-მდე გაიზარდა, რაც 188%-იან ზრდას შეადგენს.

2. მშენებლები

მე-2 ადგილს მშენებლობაში დასაქმებული ქალები იკავებენ. 2014-დან 2018 წლამდე მათი ხვედრითი წილი 85%-ით გაიზარდა. ისინი მამაკაცების გვერდით მშენებლობასთან დაკავშირებულ თითოეულ პროცესში არიან ჩართულები

3. კურიერები

კურიერ ქალებს მამაკაცების მსგავსად ადრესატამდე დოკუმენტები თუ საჭმელი მიაქვთ. მათი ხვედრითი წილი 2014-დან 2018 წლამდე 66%-ით გაიზარდა.

4. არქიტექტორები

დღეისათვის სხვადასხვა შენობის დაპროექტებაში სულ უფრო მეტი ქალია ჩართული, ამასთან, ისინი აწყობენ შენობათა დიზაინსაც. 2018 წლის მონაცემების მიხედვით სულ 71 000 ქალი მუშაობდა არქიტექტორის პროფესიით.

5. მეცნიერები

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ მეცნიერთა რიცხვი, რომლებიც ფიზიკას, ქიმიასა თუ სხვა მეცნიერებას შეისწავლიან. 2014 წელს 30 400 ასეთი მეცნიერი იყო, რაც 2018 წლისთვის 44 500-მდე გაიზარდა.

6. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

დღეისათვის ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. ამ მიმართულებით დასაქმებულ ქალთა რიცხვი 2014-დან 2018 წლამდე 39%-ით გაიზარდა.

7. პოლიციელი

დღეისათვის პოლიციელ ქალთა დანახვა გასაკვირი ნამდვილად არ არის. 2014 წელს სულ 84 300 პოლიციელი ქალი იყო, 2018 წლისთვის კი მათი რიცხვი 112 000-მდე გაიზარდა.

8. ვეტერინარი

დაშავებულ ცხოველთა მოვლაზე დღეს გაცილებით მეტი ქალი ზრუნავს, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო. 2018 წელს 2014-თან შედარებით ამ მიმართულებით დასაქმებულ ქალთა რიცხვი 60%-ით გაიზარდა.

9. ქარხნის მუშა

წარსულში ამ პროფესიას მხოლოდ მამაკაცები ეუფლებოდნენ. თუმცა, მე-20 საუკუნიდან არაერთმა ქალმა დაიწყო ქარხანაში მუშაობა. სტატისტიკური ინფორმაციით 2018 წელს ამ პროფესიით 450 700 ქალი მუშაობს.

10. პროგრამირება

ათწლეულების წინ პროგრამირება მხოლოდ მამაკაცებისთვის დამახასიათებელი პროფესია იყო, 2018 წელს კი ამ მიმართულებით 324 600 ქალი მუშაობდა, რაც 2014 წელთან შედარებით 33%-იანი ზრდაა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა