რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა

რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარი 36,71 რუბლი ღირს, 1 ევრო – 48,36 რუბლი.

"ბიბისის" რუსული სამსახურის ცნობით, რუბლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაცემა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის განცხადებას უკავშირდება.

ასევე რეკორდული ვარდნა განიცადეს რუსეთის საფონდო ინდექსებმაც.