როგორ შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა, როცა მსოფლიო შეიძლება, დაშლის პირას იყოს

სავაჭრო ომები, კლიმატის ცვლილება, შენელებული ეკონომიკური განვითარება შეიძლება, სერიოზულ საფრთხეებს მოასწავებდეს.

ასე რომ, რა უნდა გააკეთოს გრძელვადიანი ინვესტიციის მსურველმა? - ამ კითხვას ამერიკული გამოცემა New York Times სვამს.

გამოცემა წერს, რომ სამწუხაროდ, ბაზრების ზრდა ჯანსაღი ეკონომიკის ინდიკატორი არ არის.

„მოვაჭრეები, როგორ წარმატებასაც არ უნდა აღწევდნენ, მოსალოდნელზე ნაკლები სახელფასო ზრდა, ობლიგაციებიდან ნაკლები სარგებლის მიღება, სავაჭრო ომები, რესურსების სიმცირეზე დამატებული კლიმატური ცვლილებების ეფექტი, ბრექსითი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა გრძელვადიან ინვესტორებს ტოვებს ერთი შეკითხვის წინაშე: რა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნო?“, - წერს New York Times.

გამოცემა ამ შეკითხვაზე რამდენიმე პასუხს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მოსაზრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება წარმატებული ურთიერთდახმარების ფონდებითა და გაცვლითი ვაჭრობის ფონდებით არის შესაძლებელი. ამას შეუძლია, ინვესტორებისთვის დამატებითი პრობლემების წარმოქმნას შეუშალოს ხელი.

გაცვლითი ვაჭრობის ფონდების მსოფლიო გამომგონებლურია - წერს New York Times. ავტორის თქმით, ეს გამომგონებლურობა ხანდახან რთულ ეთიკურ კითხვებს აჩენს. გამოცემის ინფორმაციით, არსებობს ფონდები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსების მოძიებაზეც მუშაობს, ზოგიერთი ახალი ბაზრების განვითარებაში აბანდებს კაპიტალს, მაგრამ ტოვებს ისეთ ბაზრებს, სადაც მაღალი დაძაბულობა შეინიშნება, მაგალითად, ჩინეთსა და ჰონგ-კონგში.

„მოკლევადიანი ტაქტიკები, რომელიც სავაჭრო დაძაბულობის მქონე ბაზრებზეა მიმართული, თავის თავში რისკებს მოიაზრებს. ბევრი ადამიანისთვის გრძელვადიანი ინვესტიცია უფრო გონივრულია“, - წერს New York Times.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა