Black Sea Arena-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, დღეს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 7 სექტემბერს მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

გასვლა - თბილისიდან : 12:40 საათზე

ჩასვლა - Black Sea Arena: 17:25 საათზე

ჩასვლა - ბათუმი: 18:23 საათზე

გამოსვლა - ბათუმი: 23:50 საათზე

გამოსვლა - Black Sea Arena-დან 0:38 საათზე

ჩამოსვლა - თბილისი 05:15 საათზე

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას ასევე აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.