თეთრი ბადრიჯანი საქართველოშიც გამოჩნდა - რა თვისებებით გამოირჩევა პროდუქტი

ჩვენთვის ჩვეული ბადრიჯნის გარდა არსებობს თეთრი ბადრიჯანიც, რომელიც არა მარტო ფერით, გემოთიც განსხვავებულია.

მის საგემვო თვისებებთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა - ზოგი მის გემოს ქამა სოკოს ამსგავსებს, ზოგი - ქათამს.

თეთრი ბადრინის ჯიშები

თეთრი ბადრიჯანი ისევე მოჰყავთ, როგორც ჩვეულებრივი. მთავარი პირობა ბოსტნეულის ამ სახეობისთვის ტემპერატურაა, რომელიც 25 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. სასურველია ჰქონდეს სასუქი და არც მორწყვა უნდა დაგავიწყდეთ. საერთოდ, ბადრიჯანს ძალიან უყვარს წყალი. ამ სახეობის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ ის შედარებით მალე ფუჭდება. რამდენიმე დღეში უკვე შელახულია.

გაგაცნობთ თეთრი ბადრიჯნის რამდენიმე სახეობას:

პინგ პონგი

ეს თეთრი ბადრიჯნის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობაა. მისი მოყვანა გაზაფხულის ბოლოსთვის არის სასურველი, ნაყოფი მზად 117-ე დღეს არის. მცენარის სიმაღლე, დაახლოებით, 80 სმ-ია. ფოთოლი განიერი ოვალის ფორმის გახლავთ. დამწიფებული ნაყოფი თეთრი ფერის და ოდნავ პრიალაა. თავად ნაყოფი კვერცხს მოგაგონებთ, აქვს მკვრივი სტრუქტურა და არ აქვს სიმწარე.

გედისებრი

ეს ჯიში ძალიან კარგად იტანს ტემპერატურის ცვალებადობას. აქვს შესანიშნავი გემო, ნაყოფი მწიფდება 98-დან 134 დღეში. ეს ბადრიჯანი განკუთვნილია ღია გრუნტისთვის ან სათბურისთვის. მცენარის სიმაღლე 50-70 სმ-ია. ნაყოფი ფორმით წააგავს მსხალს. ფერი, რა თქმა უნდა, თეთრია, კანი - თხელი. შიგთავსი არის რბილი და აქვს სოკოს გემო.

პელიკანი

ეს ძალიან ნაყოფიერი ჯიშია შესანიშნავი გემოთი, ინახება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მოყავთ სათბურში ან ღია გრუნტში. ითესება მაისის ბოლოს. ნაყოფი 116-ე დღეს მწიფდება. ფოთოლი მცენარეს მწვანე აქვს, ნაყოფი კი ცილინდრის ფორმის, 17 სმ სიგრძის. არის თეთრი ფერის და ცოტა პრიალა. შიგთავსი არის თეთრი და მკვრივი.

აღსანიშნავია, რომ თეთრი ბადრიჯანი საქართველოშიც გამოჩნდა. როგორც ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი სოციალურ ჯგუფ "დედების სამზარეულოში წერს", თესლი უცხოეთიდან გამოიწერა და სოფელში მოიყვანა. რაც შეეხება რეცეპტებს, მისგან თითქმის ყველაფერი მზადდება, რაც ჩვეულებრივი ბადრიჯნისგან. მათ შორის, მურაბაც და ფარშირებული ზაფხულის ტოლმაც. თეთრი ბადრიჯნის უპირატესობა ისაა, რომ სიმწარე საერთოდ არ აქვს და თხელი კანის გამო მისი გათლაც არ იქნება საჭირო.

წყარო: shin.ge