8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან სამგზავრო მატარებელს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

გასვლა - თბილისიდან 09:05 საათზე

ჩასვლა - ბათუმში 14 :42 საათზე

გამოსვლა - ბათუმიდან 18:30 საათზე

ჩამოსვლა - თბილისში 00:07 საათზე

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.