Amazon-ი ხელის გულით გადახდის სისტემას ნერგავს

კომპანია Amazon-მა სატესტო რეჟიმში ჩაუშვა ხელის გულით გადახდის სისტემა, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ტექნოლოგიებში. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს. ამ სისტემით გადახდა მოხდება სკანერების საშუალებით, რომელთაც ქვიათ „ორვილი“ და მათი დამონტაჟება კომპანიის მაღაზიებში მომავალი წლიდან მასიურად იგეგმება.

იმისათვის, რომ კლიენტმა გადახდა განახორციელოს, არ იქნება საჭირო მოწყობილობასთან შეხება. მთვლელი ხელის სკანირებას მოახდენს და ამის მიხედვით დაადგენს მომხმარებლის იდენტობას. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს გადახდებისას დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Amazon-ის წარმომადგენლების თქმით, საკრედიტო ბარათით გადახდა 4 წამი სჭირდება, ხელებით სკანირების შემთხვევაში კი ეს დრო 300 მილიწამამდე შემცირდება. მოწყობილობა პირის იდენტობას 0,0001%-იანი სიზუსტით ადგენს.

დღეისათვის ტექნოლოგიის ტესტირება კომპანიის ნიუ-იორკის ოფისში მიმდინარეობს. ის რითეილერის სავაჭრო ავტომატზეა დამონტაჟებული და კომპანიის თანამშრომლები გადახდებს ხელის გულის საშუალებით ახორციელებენ.

კოკა კვირკველია