რუბლის კურსი ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა

რუბლის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, დღეს დილით დოლარის ფასმა მოსკოვის ბირჟაზე 37 რუბლს გადააჭარბა და 37,01 რუბლი შეადგინა. ევროს კურსი, თავის მხრივ, 30 კაპიკით გაიზარდა და 42,28 რუბლი შეადგინა.

რუბლის კურსის დაცემის ტენდენცია გუშინ დაიწყო და უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ფონზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდას უკავშირდება.