კლიმატის ცვლილებაზე ყურადღების მისაქცევად ავსტრიაში საფეხბურთო მოედნის შუაგულში ტყე გააშენეს

კლიმატის ცვლილებაზე ყურადღების მისაქცევად ავსტრიაში საფეხბურთო მოედნის შუაგულში ტყე გააშენეს. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

საფეხბურთო მოედნები ყოველთვის ხმაურთან და დაძაბულობასთან ასოცირდება. ავსტრიელმა ხელოვანმა კლაუს ლითმანმა კი მოძებნა ორიგინალური გზა, რომლის მეშვეობითაც მან საზოგადოება კლიმატის ცვლილებაზე კიდევ ერთხელ დააფიქრა.

საფეხბურთო მოედნის ცენტრში, რომელიც გასულ საუკუნეს აშენდა, რამდენიმე კვირის წინ 300-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს. აღსანიშნავია, რომ ისინი მოედანზე ოქტომბრის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდგომ ხეებს გადარგავენ და საფეხბურთო მოედანი კი ჩვეულ ფუნქციას დაუბრუნდება.

მოედნის შუაგულში ხეების დარგვის იდეა ლითმანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ავსტრიელი არქიტექტორის მაქს პაიმტერის მიერ 30 წლის წინ შესრულებული ნახატი იხილა. ლიტმანის ინიციატივის შემდეგ მოედანი სექტემბრიდან გაიხსნა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს ოქოტომბრის ბოლომდე შეუძლია.

როგორც იდეის ავტორი აცხადებს, კლიმატის ცვლილება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ის საზოგადოების ყურადრების ცენტრში ზუსტად ისე უნდა იყოს მოქცეული, როგორც დღეს ხეებია განთავსებული მოედნის შეაგულში.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა