Timberland 2025 წლამდე 50 მილიონ ხეს დარგავს (+ვიდეო)

კომპანია Timberland-ი აწარმოებს გლობალურ კამპანიას სახელწოდებით - Global Nature Needs Heroes (გარემოს სჭირდება გმირები), რათა წინ აღუდგეს კლიმატის ცვლილებებს. ამ კამპანიის ფარგლებში 2025 წლამდე ბრენდის სახელით მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ხის დარგვა იგეგმება.

პირველად პროექტის რეალიზება მოხდება ჰაიტიზე, ჩინეთში, დომინიკის რესპუბლიკაში, აშშ-სა და მალიში. ამ მიზნით კომპანია გეგმავს თანამშრომლობას ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან. ის ასევე ჩაატარებს პარკების გამწვანების კამპანიას ნიუ-იორკში, მილანში, პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და ამსტერდამში. ხოლო შანჰაიში კომპანია ეკოლოგიური თემატიკას სემინარებს მიუძღვნის.

კამპანიას საფუძვლად დაედო შვეიცარული კვლევითი ორგანიზაციის კვლევა, რომლის თანახმად ტერიტორიის გამწვანება არის ყველაზე ეფექტური საშუალება კლიმატურ ცვლილებასთან.

კოკა კვირკველია