„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა, ექსპერტიზის შუალედური შედეგი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კორძაძემ განუცხადა.
ადვოკატი ექსპერტიზის შუალედურ შედეგს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან და მთლიანად საქმესთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება და იქ ისაუბრებს.
კორძაძის განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური შედეგი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნულ მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა.