კვირას საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია საზოგადოებისთვის საკამათო ფიგურა, რომელმაც დედაქალაქ თბილისში პროტესტი გამოიწვია, - ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ და ახლა უკვე პრემიერ გიორგი გახარიას შესახებ წერს.
„98 კანონმდებელმა 0-ის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერებას დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გახარია ივნისში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი შეტევის ფართოდ ცნობილი მთავარი არქიტექტორია. პროტესტი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ გამოიწვია“, - წერს გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ გიორგი გახარიამ სცადა იმ ბრალდებები უარყოფა, რომ ის „მოსკოვის კაცია“.
„მაგრამ გახარიამ რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული პროვინციების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიზანში ამოღების ხსენებით, თბილისში სცადა იმ ბრალდების უარყოფა რომ ის „მოსკოვის კაცია“, - წერს გამოცემა.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ბოროტებაა ჩვენს ქვეყანაში“, -განაცხადა გახარიამ, წერს „დოიჩე ველე“.
„დოიჩე ველე“ ოპოზიციის პოზიციაზეც წერს და მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან გამოცემა „ფრანს-პრესთან“ თქვა, - „გახარია პრემიერ-მინისტრის სკამში ბიძინა ივანიშვილის ბოლო მარიონეტი იქნება. ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ყველა დემოკრატიული და პროდასავლური პარტია მის დასამარცხებლად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანდება“.
გამოცემის ინფორმაციით, გახარიას საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობა ლოზუნგით - „ჩვენ არ დავნებდებით“.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა