ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასის ზრდის ახალი ტალღა დაიწყო.
როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, გაძვირების ეს ეტაპი მოსალოდნელი იყო და ბიზნესი ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა.
„ფასების ზრდის პირველი ეტაპი ივნისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი - რაც უკვე ქსელურ სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს შეეხება, სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ალბათ, რამდენიმე დღეში ეს ეტაპიც დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, ლარი ამ ნიშნულზე გაჩერდება, რაც დღეს არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კურსი 3-ნიშნულს გადაცდება, პროდუქციის გაძვირების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელიც უკვე ნოემბერში აისახება,“-აღნიშნა ჭყონიამ.