ჩინეთმა აგვსიტოს ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ჩინეთიდან ექსპორტი შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია.
ექსპორტის გავლენის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური შემცირების მიზნით ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს მხარდამჭერი ზომების მიღებას.
მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში აგვისტოში ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით და ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ივნისის შემდეგ, როცა ექსპორტი 1,3%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ჩინეთის ექსპორტი მნიშვნელოვანდ არის შემცირებული აშშ-ში - 16%, მაშინ როცა იმპორტი ამერიკიდან შემცირებულია 22,4%-ით. ექსპერტების ვარაუდით, ექსპორტის კლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება სექტემბერში, ვინაიდან 1-ლი სექტემბრიდან ვაშინგტონმა 15%-იანი ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა. ანალიტიკოსების ვარაუდით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს და 15 დეკემბერს დაანონსებული საბაჟო ტარიფები შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ექსპორტი შემცირებულია ასევე სამხრეთ კორეაში, ევროპაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა გაზრდილია იაპონიასა და ტაივანში.