ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტები დღეს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ. გაუქმებულია 1700 რეისი და ამის შესახებ ათობით ათასმა მგზავრმა მიიღო შეტყობინება. აეროპორტებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ შეინიშნება, რადგან გაფიცვა დიდი ხნის წინ იყო გამოცხადებული, მგზავრების უმრავლესობამ ან გეგმები შეცვალა, ან ბილეთები სხვა ავიაკომპანიების ბილეთებზე გადაცვალა, ან კომპენსაცია მიიღო.
კომპანიის ხელმძღვანელობა და პილოტები აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მოლაპარაკებები მათ შორის ჯერ არ მიმდინარეობს.
გაფიცვა დღეს ღამე დამთავრდება, თუმცა რეისების ნაწილი შეიძლება ხვალაც გაუქმდეს.
კომპანიის ისტორიაში ეს პირველი გაფიცვაა, რომელშიც 4000 პილოტი მონაწილეობს. „ბრითიშ ეარვეისი“ ამ გაფიცვის გამო დღეში 50 მილიონ დოლარს კარგავს.
ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.