„თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, რომ სემეკ-ის საქმიანობას გავუძღვე"

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მზად არის სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარობს. დავით ნარმანია ამჟამად სემეკ-ის წევრია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილება იქნება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. უმრავლესობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მე მზად ვარ, რომ გავუძღვე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას",-განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის სემეკ-ის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება 16 სექტემბერს იწურება. მთავრობამ პრეზიდენტთან შეთანხმებით აღნიშნულ პოსტზე კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.