2019 წლის აგვისტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით.
ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ქვეყნების მიხედვით, აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,36 ათასი ტონა (22,5%), რუსეთი - 0,17 ათასი ტონა (10,6%), გერმანია - 0,13 ათასი ტონა (8,1%), უკრაინა - 0,10 ათასი ტონა (6,25%) და სხვ.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 12,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„2019 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 12,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 1,8 ათასი ტონით მეტია. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 3,3 ათასი ტონა (25,8%), თურქეთი - 3,3 ათასი ტონა (25,8%).
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 75,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 10,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (65 ათასი ტონა).
2019 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 27,5 ათასი ტონა, რაც 8,2 ათასი ტონით აღემატება ივლისის მაჩვენებელს. აქედან იმპორტის 80,7% (22,2 ათასი ტონა) ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოდის.
შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,2 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (6,9%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (0,7%). მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 110,5 ათასი ტონა, რაც 52,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (58,1 ათასი ტონა).
2019 წლის აგვისტოში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 2,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 11 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (9,2 ათასი ტონა) 1,9 ათასი ტონით აღემატება,“- აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.