ამერიკაში საკონტიდროში მომუშავე  კურიერმა 90 000 აშშ დოლარის ღირებულების ტორტი მოიპარა

32 წლის დეივიდ ლივიგანაიმ, რომელიც ნიუ-იორკის ცნობილ საკონტიდრო Lady M Confections-ში მუშაობდა, 90 000 აშშ დოლარის ღირებულების ტორტი მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Insider ავრცელებს.

ლივიგანაი საკონდიტროში 4 თვის განმავლობაში კურიერად მუშაობდა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ შენობიდან გატანილ პროდუქტს არ უმოწმებდნენ. ამიტომ მან გამოძახებების დროს ზედმეტი ტორტების გატანა და შედარებით იაფად გაყიდვა ყოველდღიურად დაიწყო. საერთო ჯამში მან 1 020 ერთეული ტორტი მოიპარა, რომლის ღირებულებაც 90 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საკონდიტრო Lady M Confections-მა ქურდობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც მათმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა საკუთარი ტორტები მაღაზიაში აღმოაჩინა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ლივიგანაიმ უფროსს განუცხადა, რომ შვებულებაში გადიოდა და აღარ დაბრუნდა. გამოძიებამ ის დამნაშავედ ცნო და ქურდობის გამო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.