საკუთარი ბრენდის დაცვის კამპანიის ფარგლებში მოდის სახლმა Chanel-მა მოუწოდა მარკეტოლოგებს, რედაქტორებს, კოფირაითერებს და მედიის წარმომადგენლებს, ყურადღებით იყვნენ ბრენდის სახელის გამოყენებასთან და შედარებებისას ის არ გამოიყენონ, თუ საქმე უშუალოდ კომპანიის პროდუქციას არ ეხება.
კომპანიის აღნიშნული მიმართვა WWD New York-ში გამოქვეყნდა.
მიმართვის დასაწყისში კომპანია განმარტავს, რომ გაბრიელ შანელი იყო ქალი, რომელმაც მოახდინა რევოლუცია მოდის სამყაროში, მისი, უპირველეს ყოვლისა წესიერების დამსახურებით, და ამ მიმართვით ავრცელებენ თხოვნას, დაიცვან მათი მემკვიდრეობა.
«სიტყვა “შანელი” უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა საუბარია უშუალოდ ამ ბრენდის ქვეშ წარმოებულ პროდუქციაზე, იქნება ეს სამოსი, აქსესუარები თუ ფუფუნების სხვა საგნები. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი სახელი შედარებებისას, მათ შორის არ ახსენოთ როგორც „შანელის სტილში“, „შანელურად“, „შანელის მსგავსი“ და სხვა მსგავსი სიტყვათა წყობის დროს“, - წერია კომპანიის მიმართვაში.