აკაკი ზოიძე „მუქარის წერილზე“ - პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ

ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა აკაკი ზოიძემ „მუქარის წერილზე“ ექსპერტიზის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

ზოიძის თქმით, აუცილებელია გამოძიებული იქნას საქმე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და პროკურატურის რეპუტაციისთვის.

"აუცილებელია, თითოული საქმე იქნას გამოძიებული და კითხვებს პასუხები გაეცეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის. ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ. პოლიტიკური განცხადების ფარგლებში გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი, რომელიც მათ პოლიტიკურ ქულებს მოუტანთ. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი უნდა განცალკევდეს. განცხადებები რაც კეთდება, მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო, ეს ნორმალური პროცესია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა", - განაცხადა ზოიძემ.