1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2634 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2784 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.