არგენტინის ხელისუფლება 34%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

არგენტინის ხელისუფლებამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელშიც ინფლაციის მაჩვენებელი 34%-ს შეადგენს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი La Nacion იუწყება.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად 16 სექტემბერს წარედგინება.

მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი 2020 წლისთვის დოლართან მიმართებით 67 პესომდე შემცირდება, ახლა კი მისი ღირებულება 57 პესოა.

ამასთან, როგორც პროექტის ავტორები თვლიან, არგენტინის მშპ 2020 წელს 1%-ით გაიზრდება, ხოლო ექსპორტი 7%-ით.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, არგენტინაში ინფლაციამ 2018 წელს 47,6% შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 50% იქნება. მიმდინარე წელს არგენტინის მშპ შემცირებულია 2,6%-ით.

ცნობისათვის, არგენტინაში ეკონომიკური სიტუაცია 11 აგვისტოს ჩატარებული პრაიმერიზის შემდეგ გამწვავდა, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა მაურისიო ამრკინმა 15%-ით აჯობა მემარცხენე ცენტრისტ პრეზიდენტობის კანდიდატ ალბერტო ფერნანდეს. ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ხოლო ქვეყნის მთავარი საბირჟო ინდექსი Merval 38%-ით შემცირდა.

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.

კოკა კვირკველია