მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრის ვინაობა უკვე ცნობილია.
ესენი იქნებიან: კახა კოჟორიძე, ლევან ბოძაშვილი, გიგლა მიქაუტაძე, რომლებიც მოძრაობის პრეზენტაციას ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ორგანიზაციის სახელწოდება იქნება „ლელო“.
რაც შეეხება მოძრაობის წევრებს, შეგახსენებთ, რომ გიგლა მიქაუტაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორია, კახა კოჟორიძე - 2018 წლის სექტემბრამდე პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. ლევან ბოძაშვილი - უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე იყო.
ამასთან, მოძრაობის კიდევ ერთ წევრად შესაძლოა, ვიხილოთ საბა ბუაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას. ბუაძე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI)-ს ანტიკორუფციულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: ანა ნაცვლიშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნიკა ჩერქეზიშვილი, ირაკლი აფაქიძე, გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი.