მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
რაც შეეხება პარტიის წევრებს, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის კონკრეტულ გვარებს ვერ დაასახელებს, ვინ იქნებიან პარტიაში, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.
შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.