მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არც „ქართულ ოცნებასთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვითანამშრომლებთ

ჩვენ არც „ქართულ ოცნებასთან და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვითანამშრომლებთ, - ამის შესახებ მამუკა ხაზარძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, დარწმუნებულია, რომ ბევრი პარტია გაჩნდება და ძალიან საინტერესო ადამიანები მოხვდებიან პარლამენტში.

„მე ვერ ვხედავ ვერც , „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (თანამშრომლობას) , მით უმეტეს სულ თავდასხმებში ვართ და არანაირი კარგი მოგონებები მის ლიდერთან არ მაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრ საინტერესო ადამიანს ვხედავ. თუ პარლამენტი პროპორციულ არჩევნების სისტემას მიიღებს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პარტია გაჩნდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მოხვდებიან პარლამენტში. ჩვენ ეს ორპოლუსიანობა უნდა დავამთავროთ, ეს ორი ძალა ასაზრდოებს ერთმანეთს“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.