არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა სხვა საქმეების წინა პლანზე წამოწევას, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ის „ყველაფერს ელოდება“.
„9 ივლის გამოვაცხადე რომ მოძრაობას ვქმნი, დავინახე, რომ ამ ქვეყანას შეცვლილი აქვს ორიენტაცია და აბსოლუტურად სხვაგან მივდივართ და ცოტა ხნის მერე წაგვიყენეს ბრალი - ამასთან გვაქვს საქმე, ამიტომ არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან კიდევაც, მაგის პრობლემაც არ არის. ყველაფერს ველოდები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სხვა საქმეების წინ წამოწევის კონტექტსში გადაცემის წამყვანი „ელიტელექტრონიქსის“ საქმეს შეეხო, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერი საქმის წინა პლანზე წამოწევისთვის მზად არის.
„ნებმისმიერი საქმე, რომელიც უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, მზად ვარ. „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმეს ნუ გამარჩევინებთ, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩიხში შევლენ. ცალკე თემაა ადამიანები, რომლებსაც გააქვთ ბანკიდან ფული და არ აბრუნებენ და მერე პრეტენზია აქვთ . „ელიტ ელექტრონიქსს“ საქმე ჰქონდა „თიბისი ბანკთან“ და მე ვარ ერთ-ერთი აქციონერი, ერთ-ერთი. პერსონიფიცირება მიდის, თურმე მამუკასია ბანკი, პროცენტს მე ვადგენ - ეს ადამიანების შეცდომაში შეყვანაა. მე რომ გადავდექი „თიბისი“ ბანკიდან პროცენტი შეიცვალა? ბანკება სესხის გაცემა შეცვალეს თუ რა მოხდა?! თუ მარტო მამუკაა ბანკირი, საერთოდ მე არ ვთვლი თავს ბანკირად, უფრო მეტ ბიზნესში ვარ“, - დასძინა ხაზარაძემ.