ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი ნულოვან დონეზე, უცვლელად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.
ამასთან, ევროპის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა 0,4%-დან 0,5%-მდე დასწია სადეპოზიტო განაკვეთი.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ 1-ლი ნოემბრიდან ევროზონის ეკონომიკების სტიმულირებისთვის განაახლებს ობლიგაციების შესყიდვის პროგრამას თვეში 20 მილიარდი ევროს მოცულობით.