ამერიკის პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი დანაპირები საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირების შესახებ.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ გადასახადების შემცირების პროექტზე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საშუალო შემოსავალი აქვთ. ჩვენ ამის შესახებ მომავალ წელს გამოვაცხადებთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შეღავათი საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა რესპუბლიკელი კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქალაქ ბალტიმორში.
მას არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ეს შეღავათი.