2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 411.6 მლნ აშშ დოლარი (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ აშშ დოლარი (4.4 პროცენტით ნაკლები) იყო. ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 302.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტი შეადგინა.