მაორის ტომის წარმომადგენლები ავიაკომპანია Air New Zealand-ს ეროვნული კულტურის შეურაცხყოფის გამო უჩივიან. ამის შესახებ სტატიას The Guardians აქვეყნებს.
მაორის ხალხი, რომელიც ახალი ზელანდიის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენს, ავიაკომპანიას მათი მშობლიური ენის შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. უფრო კონკრეტულად კი მაორის საბჭოს განცხადებით, ავიაკომპანია Air New Zealand-მა თვითმფრინავების ბორტზე მგზავრებისათვის განკუთვნილი ჟურნალები აიტანა, რომელთა გარეკანზეც მაორის ენის მისასალმებელი სიტყვა Kia Ora იყო გამოსახული.
მაორის ხალხის საბჭო მათ ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებს და ავიაკომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ითხოვს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზემოთ ნახსენებ ჟურნალებს კვლავ დატოვებენ თვითმფრინავების ბორტზე.
"ეს არის მაოროს ხალხის მიმართ უპატივცემულობის გამოვლინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ჩვენი ენა ჩვენი საგანძურია და ვალდებულები ვართ დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ მას. არცერთ კომპანიას არ აქვს უფლება ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებით სარგებელი ნახოს"- აცხადებს მაორის ხალხის ერთ-ერთი ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ მათ განცხადებას ავიაკომპანიის წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატივს სცემს მაორის ენას და მისი შეურაცხყოფა აზრადაც არ ჰქონიათ. აღნიშნულ ლოგოსა და ფრაზაზე ლიცენზია კი მათ 1992 წლიდან აქვთ და ახლა მხოლოდ განაახლეს ის.