ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს.
„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.