აგვისტოში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან მოიმატა სტუმრების რიცხვმა

2019 წლის აგვისტოში საქართველოს უცხოეთის 1 254 554 მოქალაქე ეწვია, რაც 5,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში სულ 1 185 682 უცხოელი შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, Top-6 ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა და ისიც, მხოლოდ 6%-ით. კერძოდ, თუ 2018 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციიდან 270 022 ადამიანი შემოვიდა, წელს აგვისტოში ამ რიცხვმა 252 873 შეადგინა.

Top-6 ქვეყანა საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით:

  • აზერბაიჯანი - 287 378 (+16%)
  • რუსეთის ფედერაცია - 252 873 (-6%)
  • სომხეთი - 249 706 (+4%)
  • თურქეთი - 180 933 (+9%)
  • ევროკავშირის ქვეყნები - 79 044 (+23%)
  • უკრაინა - 33 240 (+21%)
  • ისრაელი - 30 140 (+21%)

ამასთან, შსს-ს სტატისტიკით ვიზიტორთა ოცეულში შედის - საუდის არაბეთი, ირანი, ყაზახეთი, ბელარუსი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.

ელზა წიკლაური