იბიცა, სან-ტროპე, მალდივები - სად ისვენებენ მდიდარი და ცნობილი ადამიანები

გამოცემა Travel Trivia 4 ყველაზე ცნობილ კურორტს ასახელებს, სადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ცნობილი ვარსკვლავები ისვენებენ.

იბიცა, ესპანეთი

კუნძული იბიცა ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. კუნძული გამოირჩევა მზიანი და თბილი ამინდებით, ბუნებითა და კეთილმოწყობილი პლაჟებით. ამიტომ მას ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა პერის ჰილტონი, სილვესტერ სტალონე და კრიშტიანუ რონალდუ ხშირად სტუმრობენ. იბიცა ასევე გამოირჩევა ღამის ცხოვრებითა და სხვადასხვა გასართობების სიმრავლით.

სან-ტროპე, საფრანგეთი

სამხრეთ საფრანგეთში მდებარე კურორტი სან-ტროპე ვარსკვლავების ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს და მათი ხილვა კურორტის სანპიროებზე ხშირადაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სან-ტროპესი 1950-იან წლებამდე პოპულარობით არ სარგებლობდა. კურორტის პოპულარობის ზრდა ფრანგი მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს დამსახურებაა, რომელიც აქ ხშირდ ისვენებდა. მას შემდეგ სან-ტროპეს მზიან და ქვიშიან სანაპიროს ვარსკვლავები ხშირად სტუმრობენ.

მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. კუნძულლები ტროპიკული ჰავით, ცისფერი ლაგუნებითა და კეთილმოწყობილი სანაპიროებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდისა და ბოლივუდის ვარსკვლავები კუნძულებზე ხშირად ისვენებენ. გამოცემოს მიხედვით, მალდივები ბექჰემების ოჯახისა და ჯონ ლეგენდის საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

ჰამპტონსი, აშშ

ჰამპტონსი აშშ-ში ნიუ-იორკთან ახლოს ლონგ აილენდზე მდებარეობს და ქვეყანაში მდიდარი ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. კურორტზე ძალიან ბევრ შეძლებულ ადამიანს აქვს საცხოვრებელი სახლი და აგარაკი, რომლებიც მილიონობით დოლარი ღირს. ჰამპტონში ფლობენ სახლს ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან კელვინ კლაინი, ჰოვარდ სტერნი და კელი რიპა.

ბექა ბერიაშვილი