ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ადამიანებისთვის ყოველგვარი საქმის კეთება გაიოლდა. შეიქმნა უამრავი რესურსი იმისთვის, რომ ყველა სფეროში მარტივად ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალ 10 წელიწადში უამრავი პროფესია გაქრება და შესაძლოა, ამან უმუშევრობის დონეც გაზარდოს. კვლევების თანახმად, ცნობილია ისიც, რომ ეს დიდი შემცირება უმეტესად ქალბატონებს შეეხება.
ცვლილებელი შეეხება განათლების სისტემას. შესაძლოა, რომ ის ნივთები, რომლებიც განათლების მისაღებად დღეს ჩვენთვის აუცილებელია, 10-20 წლის შემდეგ საერთოდ ვერ გამოვიყენოთ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება კარდინალურად შეცვლის საგანმანათლებლო სისტემას. უცხოური გამოცემები წერენ, რომ ონლაინ კურსის სტუდენტები უტოლდება იმ სტუდენტთა რიცხვს, რომლებიც უნივერსიტეტებში ესწრებიან სხვადასხვა ლექციას.
მეცნიერთა აზრით, მომავალში შესაძლებელი იქნება რუტინული საქმეების ავტომატიზირება - ანუ მას სხვადასხვა პროგრამები და რობოტები შეასრულებენ, სწორედ ამიტომ, 400 მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. McKinsey Global Institute-ს ცნობით, ეს რიცხვი მსოფლიო მასშტაბით სამუშაო ადგილების 15%-ია.
ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ანგარიშით, 1 ჭკვიანი რობოტი 3 - 6 ადამიანს აკარგვინებს სამუშაო ადგილს.
მათი ინფორმაციით, ამ შემცირებაში ყველაზე მეტად ქალბატონები მოხვდებიან, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ქალები ყველაზე ნაკლებად ასრულებენ სამუშაოებს, რომელსაც ანალიტიკა ან თუნდაც, ძალის გამოყენება სჭირდება. ქალბატონები უფრო მეტად ასრულებენ რუტინულ სამუშაოებს, ვიდრე მამაკაცები.
მეცნიერთა დაკვირვებით, წლების შემდეგ ყველაზე მეტად თანამშრომელთა რიცხვი შემცირდება ბანკებში და სადაზღვევო კომპანიებში, ასევე ენერგეტიკაში, მრეწველობასა და სავაჭრო სფეროებში.
დაკვირვების მიხედვით პროფესორები ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიურ განვითარება ვერ ავნებს რამდენიმე სფეროში მომუშავე ადამიანებს, მათ შორისაა: ექსპერტები, ანალიტიკოსები, თანამშრომლები, რომლების სოციალურ სფეროში საქმიანობენ, მებაღეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებსა და მოხუცებს უვლიან.
სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც რობოტიზაციისა და ავტომატიზაციის შედეგად შემცირდება (მლნ. ადამიანი)
მოამზადა ეკა გადახაბაძემ